Monday, December 21, 2009

ინტერნეტ-ტელევიზია და ინტერნეტ-რადიო ინტერნეტ სივრცეში


ტელევიზია და რადიო სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს ინტერნეტ სივრცეში. ინტერნეტის საშუალებით დღეს ყველას შეუძლია ადევნოს თვალი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერში სადაც არ უნდა იყოს. ინტერნეტ-ტელევიზია ხელსაყრელია საქმიანი ადამიანებისთვის, მათ შეუძლიათ უყურონ სასურველ გადაცემას ნებისმიერ დროს, იმ შემთხვევაშიც კი როცა ეს გადაცემა უკვე გასულია პირდაპირ ეთერში. სწორედ ეს არის განსხვავება ჩვეულებრივ ტელევიზიასა და ინტერნეტ-ტელევიზია შორის.
პირველი ინტერნეტ-ტელევიზია ”კოლხა” www.kolkha.org კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით შეიქმნა და ეთერში 2007 წლის ბოლოს გავიდა. ცენტრი მივიწყებული ქართული კულტურის, ისტორიის, ენისა და ტრადიციების მიმართულებით მუშაობდა. კოლხა ტელეკომპანია "ივერიის" ბაზაზე დაარსდა და იქედან გამომდინარე, რომ ამჟამად ივერიას მაუწყებლობა შეწყვეტილი აქვს კოლხმაც შეაჩერა მაუწყებლობა.
www. itv.ge ეს ინტერნეტ-ტელევიზია მომხმარებელს აწვდის უახლოეს ამბებს და სხვადასხვა სფეროში მიმდინარე სიახლეებს.
www.jtv.ge ეს არის ახალი ქართული ონლაინ ტელევიზია. გასართობი და შემეცნებითი საიტი ბავშვებისთვის. საიტს აქვს ფლეშ-თამაშები, ონლაინ-გადაცემა, ონლაინ-შეჯიბრი, ასევე მულტფილმები და ფილმები.
www.nettv.ge ეს ნტერნეტ საიტი განეკუთვნება ინტერნეტ ტელევიზიას და მიზნად ისახავს მოგაწოდოთ ყველა სახის ინფორმაცია თუ ტელე გადაცემები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყნიდან. მომავალში დსახულია NETTV მედია ჯგუფის შექმნა, რომელიც დამოუკიდებელ რეპორტაჟებს და ინტერვიუებს გამოაქვეყნებს საიტზე.
ინტერნეტ-ტელევიზიების მსგავსად სხვადასხვა დამატებით მომსახურებებს გვთავაზობს ინტერნეტ-რადიო. მაგალითად, www.visualradio.com-მა 2007 წელს ხელშეკრულება გააფორმა NOKIA-სთან, ეს არის ჩვეულებრივი რადიო მხოლოდ დამატებითი სერვისები აქვს, მეტად ინტერაქტიული გახდა, გააჩნია კონტექსტი, თამაშები, რისთვისაც იყენებს ინტერნეტს. ნოკიას ტელეფონში გადმოტვირთული ამ რადიოს გააჩნია საუკეთესო ფონები,აქ შესაძლებელია ჩაწერო ჯგუფი, შექმნა სადგური და უსმინო რასაც გინდა.
www.lastfm.ru ეს არის რუსული ინტერნეტ-რადიო. ეს ინტერნეტ-რადიო მოწოდებულია შეაგროვოს მსმენელთა გემოვნების სტატისტიკა ამ უკანასკნელებისგან დამოუკიდებლად. გარკვეული საშუალებების დახმარებით Last.fm გებულობს მომხმარებლის მიერ რეალურად მოსმენილი მუსიკის შესახებ და ამ ინფორმაციიდან გამომდინარე ადგენს მათი გემოვნების ამსახველ სტატისტიკურ ცხრილებს.
ინტერნეტ-ტელევიზიებისა და ინტერნეტ–რადიოების ბუმის დაწყებას საქართველოში უახლოეს მომავალში ვარაუდობენ, რადგან ინტერნეტ-ტელევიიზის ხარჯები გაცილებით უფრო ნაკლებია ვიდრე სატელევიზიო მაუწყებლობა, ამიტომ მალე ამ სფეროების უფრო უკეთ განვითარებას და გაუმჯობესებას ახლო მომავალში უნდა ველოდოთ
.

No comments: