აჭარაში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამზარეულოს. საჭმლის მომზადება-დაგემოვნების პროცესი საქართველოში საკულტო რიტუალის რანგშია აყვანილი. ქართული კერძები გამოირჩევიან თავიანთი განუმეორებელი, პიკანტური არომატით.იმ ფაქტმა, რომ აჭარა მოიცავს როგორც შავიზღვისპირეთს, ასევე თევზუხვი მდინარეებით მდიდარ მთიან რეგიონს, განაპირობა აჭარულ სამზარეულოში როგორც ზღვის, ასევე მდინარის თევზისაგან დამზადებული კერძების სიმრავლე. აჭარაში დამზადებული თევზის კერძები გამოირჩევა სანელებლების სიუხვითა და ეგზოტიკური გემოთი.
აჭარაში მზადდება მხოლოდ ამ კუთხისათვის დამახასიათებელი საკვები. მაღალმთიანი რეგიონის ყოფის სპეციფიკიდან გამომდინარე, კვების რაციონის ძირითად კომპონენტს შეადგენენ რძის პროდუქტები, ხოლო ხანგრძლივი ზამთარი თავის პირობებს სთავაზობს მთის მცხოვრებლებს, ჩნდება კვების პროდუქტების დიდი ხნით შენახვის აუცილებლობა. აჭარულ სამზარეულოში ამგვარი პირობებისათვის ადაპტირებული ერთ-ერთი კერძია ცხიმგამოცლილი დაწნული ყველი, რომელიც გამორჩეულია თავისი უჩვეულო, განსაკუთრებული გემოთი. მხოლოდ აჭარული სამზარეულოსთვისაა დამახასიათებელი ორიგინალური, პიკანტური და უჩვეულო გემოს მქონე კერძები: აჩმა, ბორანო, ჩირბული, სინორი და სხვანი.
ბათუმში სტუმრობა სრულყოფილად არ ჩაითვლება, თუკი არ მოგიხდებათ აჭარული სამზარეულოს საოცრების, ქალაქის ერთგვარი სავიზიტო ბარათის - აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნება.
და ბოლოს, აჭარაში თქვენი გასტრონომიული ,,მოგზაურობა" გირჩევთ დაასრულოთ გავარვარებულ ქვიშაზე მოდუღებულ ტრადიციულ ფინჯან თურქულ ყავასთან ერთად მორთმეული ბაქლავით, რომელიც უგემრიელესი და უნაზესი აღმოსავლური ტკბილეულია.
Sunday, January 31, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)


No comments:
Post a Comment