

ახალი წელი ყველასთვის გამორჩეულად საყვარელი დღესასწაულია, ამ დღესასწაულს ყველა ქვეყანა განსხვავებულად აღნინავს. პირველად ახალი წელი ფიჯის კუნძულებზე დგება, შემდეგ ავსტრალიაში, იაპონიში და ასე მოყვება ევრაზიის კონტინენტს. ერთერთი გამორჩეულად საინტერესო ტრადიცია აქვს შოტლანდიას.
შოტლანდიელები შუაღამის დადგომამდე (ფერმებში) ანთებენ ბუხარს და მთელი ოჯახი შემოსხდება მის გარშემო 12 საათის მოლოდინში. როცა ისრები 12-მიუახლოვდება, ოჯახის უფროსი ჩუმად დგება და აღებს კარს. კარი ღიაა მანამ, სანამ საათი ბოლო ზარს არ ჩამოკრავს. ამგვარად იგი აცილებს ძველს და სახლში უშვებს ახალ წელს. შოტლანდიაში ახალი წლის ღამეს ზღურბლს იქით იყურებიან, ხომ არ მოდის ვინმე შავთვალება ახალგაზრდა ბიჭი. ასეთი საჩუქარი ახალ წელს ყველაზე საუკეთესოა. მისგან გაუხარდებათ ნახშირის ქვის მიღება, რომლისგანაც სახლის კერაზე ცეცხლს დაანთებენ. რაც უფრო დიდი და ნათელი იქნება ცეცხლი, მით წარმატებული იქნება მომავალი წელი.


1 comment:
Ciao from Italy
=^.^=
Post a Comment