Wednesday, November 25, 2009

მუსულმანური ქორწილი


არაბულ სამყაროში საქორწინო ტრადიციებზე თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რომ წინასწარ მოლაპარაკებით ქორწინება ძალიან გავრცელებული იყო. ქორწინება მშობლების სურვილით და ტრადიციების გათვალისწინებით ხდებოდა. ქორწინების მიზანი ახალი ოჯახის შექმნა კი არა, არამედ ოჯახური კავშირების ერთიანობა და შენარჩუნება იყო.
მამაკაცი აუცილებლად მუსულმანი უნდა იყოს. ქორწინება ხდება ქალის და მამაკაცის თანხმობით, მხოლოდ ქალს წარმოადგენს მამა. მამაკაცი იხდის გამოსასყიდს საცოლისთვის, ქალის ოჯახიც გაიღებს გარკვეულ თანხას ახალი ოჯახის დასახმარებლად.
წვეულება გრძელდება რამდენიმე დღე. საპატარძლოს წინასწარ ამზადებენ (უკეთებენ ეპილაციას, ასხამენ სუნამოებს და უსმევენ კრემებს), სამკაულებით მორთავენ, ზოგჯერ კი ხნით სხეულს უხატავენ. ეს ნახატები ერთგვარი ამულეტებია და წარმოდგენს ნაყოფიერების სიმბოლოს. წვეულების დროს საპატარძლო ტანსაცმელს იცვლის შვიდჯერ. თითოეული ტანსაცმელი უნდა იყოს მდიდრული. სასიძოც ემზადება ქორწილისთვის, მხოლოდ უფრო მოკრძალებულად.
წვეულების პირველ ნახევარში ქალები და მამაკაცები სხვადასხვა შენობაში არიან. კერძების ჩამორიგებისას სტუმრებთან უკრავენ მუსიკოსები. მოგვიანებით სასიძო მიემართება საპატარძლოს მოსაყვანად, იმამი მოწმეების თანდასწრებით აქორწინებს წყვილს. ქორწილის დროს პატარძალზე ზრუნავს მისი ორი ახალგათხოვილი ნათესავი. მსულმანურ სამყაროში ცოლების სიმრავლე კეთილდღეობის და სიმდიდრის ნიშანია.
ქორწილი, მდიდარია თუ ღარიბი, ყველა მუსულმანმა აუცილებლად უნდა გადაიხადოს. ქორწილი ხალხმრავალი და ლამაზი უნდა იყოს. დაპატიჟებულებს კარგად უნდა გაუმასპინძლდნენ გემრიელი საჭმელებითა და აღმოსავლური ტკბილეულით. ეპატიჟებიან ყველა ნათესავს, ახლობელს და ნაცნობს. ქორწილში დაპატიჟება, აქ უდიდესი პატივია, უარის თქმა კი ოჯახისათვის დიდი შეურაცხყოფა. ისლამით, ადამიანისათვის, ქორწინება უდიდესი სიკეთეა, რომელიც ალაჰის სახელის სადიდებლად სრულდება. ქორწილი ქალისა და მამაკაცის ბუნებრივ შეერთებას ნიშნავს, რათა ალაჰმა, მათ გულებში შექმნა სიყვარული, როგორც გაგების, გულახდილობის და თანაგრძნობის წყარო, გულწრფელი ურთიერთობის საწინდარი. ამ სიყვარულმა უნდა ამრავლოს ადამიანთა მოდგმა, ჯიში და ჯილაგი... ისლამური რელიგიით, ქორწინება კიდევ ნიშნავს ალაჰის, საზოგადოებისა და ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის აღებას და რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ქორწილში და რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს შენს პასუხისმგებლობას, მით უფრო მეტი ღვთიური ბარაქა და დოვლათი გადმოვა ოჯახზე

No comments: