Wednesday, November 11, 2009




საქართველოსა და რუსეთ შორის არსებულმა დაძაბულობამ გასული წლის აგვისტოში პიკს მიაღწია და ეს დაძაბულობა საომარ მოქმედებებში გადაიზარდა. ომის პერიოდში ქართული ინტერნეტსამყაროსთვის დაბლოკილი იყო რუსული საინფორმაციო საიტები. იმის დასადგენად თუ რა სიხშირით ხდებოდა ომის თემის გაშუქება ამ ქვეყნის საინფორმაციო საიტებზე მე ჩავატარე რამდენიმე საიტის ინფორმაციული ანალიზი.
www.gazeta.ru არის ერთ-ერთი საიტი, რომელიც ინტენსიურად აქვეყნებდა ომის დროს მიმდინარე მოვლენებს. 8 აგვისტოდან 15 აგვისტომდე სულ 46 ინფორმაცია აქვს გამოქვეყნებული რუსეთ-საქართველოს ომზე და მიმდინარე მოვლენებზე.
კონფლიქტს განსაკუთრებული ინტენსიობით კი http://www.newsru.com/ აშუქებდa. newsru.com-ზე კი ამა პერიოდში ორმოცზე მეტი ინფორმაციაა გაშუქებული ომის თემაზე.
www.russia.ru ამ საიტმა კი გადააჭარბა წინა ორ საიტს ომის თემაზე გამოქვეყნებული სტატიებით და მან 7-15 აგვისტოს ჩათვლით გამოაქვეყნა 50-ზე მეტი ინფორმაცია. ყველაზე მეტი სტატია ომის პირველ დღეებში აღინიშნება ამ საიტზე, ხოლო დანარჩენ დღეებში კი შედარებით ნაკლები.
http://www.lenta.ru/ -ზე კი სამწუხაროდ ქართულ-რუსული ომის თემასთან დაკავშირებით არქივში არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვებოდა.

No comments: