Thursday, February 11, 2010

"miss iliauni"

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და სამოდელო სააგენტო Your Agency უნივერსიტეტის სტუდენტ გოგონებს სთავაზობს უნიკალურ შანსს მონაწილეობა მიიღონ კონკურსში „მისს ილიაუნი“, რომელიც ტარდება 15 აპრილს.
შერჩეული კანდიდატები უფასოდ გაივლიან ერთთვიან მომზადების კურსს სამოდელი სააგენტოში Your Agency, რომელშიც შედის: დეფილე, აერობიკა, კამერასთან მუშაობის მანერა, მაკიაჟი, ფოტო სესიები. ჩვენებისთვის მოემსახურებათ ვიზაჟისტები და სტილისტები, აგრეთვე შეირჩევა აქსესუარები და კაბები.
თუ როგორ განვითარდება მოვლენები და ვინ გახდება "მისს ილიაუნი" ამას კონკურსის დასასრულს შეგატყობინებთ ჩემი ბლოგის საშუალებით ;)

Sunday, January 31, 2010

აჭარული სამზარეულო

აჭარაში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამზარეულოს. საჭმლის მომზადება-დაგემოვნების პროცესი საქართველოში საკულტო რიტუალის რანგშია აყვანილი. ქართული კერძები გამოირჩევიან თავიანთი განუმეორებელი, პიკანტური არომატით.იმ ფაქტმა, რომ აჭარა მოიცავს როგორც შავიზღვისპირეთს, ასევე თევზუხვი მდინარეებით მდიდარ მთიან რეგიონს, განაპირობა აჭარულ სამზარეულოში როგორც ზღვის, ასევე მდინარის თევზისაგან დამზადებული კერძების სიმრავლე. აჭარაში დამზადებული თევზის კერძები გამოირჩევა სანელებლების სიუხვითა და ეგზოტიკური გემოთი.
აჭარაში მზადდება მხოლოდ ამ კუთხისათვის დამახასიათებელი საკვები. მაღალმთიანი რეგიონის ყოფის სპეციფიკიდან გამომდინარე, კვების რაციონის ძირითად კომპონენტს შეადგენენ რძის პროდუქტები, ხოლო ხანგრძლივი ზამთარი თავის პირობებს სთავაზობს მთის მცხოვრებლებს, ჩნდება კვების პროდუქტების დიდი ხნით შენახვის აუცილებლობა. აჭარულ სამზარეულოში ამგვარი პირობებისათვის ადაპტირებული ერთ-ერთი კერძია ცხიმგამოცლილი დაწნული ყველი, რომელიც გამორჩეულია თავისი უჩვეულო, განსაკუთრებული გემოთი. მხოლოდ აჭარული სამზარეულოსთვისაა დამახასიათებელი ორიგინალური, პიკანტური და უჩვეულო გემოს მქონე კერძები: აჩმა, ბორანო, ჩირბული, სინორი და სხვანი.
ბათუმში სტუმრობა სრულყოფილად არ ჩაითვლება, თუკი არ მოგიხდებათ აჭარული სამზარეულოს საოცრების, ქალაქის ერთგვარი სავიზიტო ბარათის - აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნება.
და ბოლოს, აჭარაში თქვენი გასტრონომიული ,,მოგზაურობა" გირჩევთ დაასრულოთ გავარვარებულ ქვიშაზე მოდუღებულ ტრადიციულ ფინჯან თურქულ ყავასთან ერთად მორთმეული ბაქლავით, რომელიც უგემრიელესი და უნაზესი აღმოსავლური ტკბილეულია.

Wednesday, January 27, 2010

"გაუფრთხილდი წყალს, გაუფრთხილდი სიცოცხლეს"

26 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო პრეზენტაცია თემაზე: "Georgian Water & Power და წყლის რაციონალურად დახარჯვა"; ამასთანავე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და "Georgian Water & Power" - ს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის ფარგლებში Georgian Water & Power შერჩეულ სტუდენტებს სათანადო პრაქტიკული უნარების განვითარებაში დაეხმარება და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მათ ჩართვას კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში. მემორანდუმი სამომავლოდ საუკეთესო სტუდენტების კომპანიაში დასაქმებასაც ითვალისწინებს. პრეზენტაციაზე ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა განიხილეს და ისაუბრეს " Georgian Water & Power " - ის მიმდინარე პროექტებზე, წყლის მომარაგების სისტემაზე, ხარისხის მართვის კონტროლზე და კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობაზე.

Tuesday, January 26, 2010

ქართველი ემიგრანტების ინტერნეტსაიტები

ქართველი ემიგრანტების რიცხვი თანდათან უფრო მატულობს. მართალია, ჩვენი მთავრობა გვარწმუნებს, რომ ეს რიცხვი მცირდება და ქართველები უკან ბრუნდებიან, თუმცა საქართველოდან გასული ქართველების რიცხვი არაოფიციალური მონაცემებით უფრო მატულობს.
საქართველოდან წასული ქართველები აკეთებენ საიტებს ქართველ ემიგრანტებზე. www.qartvelo.net ერთერთი ქართული ემიგრანტული საიტია. საიტზე ქვეყნდება სიახლეები ქართველ ემიგრანტებზე უცხოეთში, საუბრობენ რელიგიაზე,საქართველოს ისტორიაზე. ასევე ქვეყნდება ემიგრანტების წერილები. ამ საიტით შესაძლებელია თითქმის ყველა ქართული ტელევიზიის ყურება პირდაპირი ეთერით. www.babajana.com ეს საიტიც ქართველი ემიგრანტების შესახებ არის გაკეთებული და ზემოხსენებული საიტის მსგავსად აქაც შესაძლებელია ქართული ტელევიზიების ონლაინ რეჟიმში ყურება, გარდა ამისა საიტზე ვრცელდება საქართველოში მიმდინარე სიახლეების გავრცელება. www.unitedgeorgians.com ეს არის ფორუმი ქართველი ემიგრანტებისთვის, სადაც საუბრობენ საქართველოზე და საქართველოში მიმდინარე სიახლეებზე, ასევე ქართველი ემიგრანტები ამ ფორუმის საშუალებით უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ განცდებს. www.pogleda.name. ამ საიტზე
განთავსებულია ვიდეოები სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ქართველებზე.
მე ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ყველა ქართველი ემიგრანტი დაუბრუნდება სამშობლოს და თავიანთ შესაძლებლობებს საქართველოს მომავლის გასაუმჯობესებლად გამოიყენებენ.

Monday, December 21, 2009

ინტერნეტ-ტელევიზია და ინტერნეტ-რადიო ინტერნეტ სივრცეში


ტელევიზია და რადიო სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს ინტერნეტ სივრცეში. ინტერნეტის საშუალებით დღეს ყველას შეუძლია ადევნოს თვალი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერში სადაც არ უნდა იყოს. ინტერნეტ-ტელევიზია ხელსაყრელია საქმიანი ადამიანებისთვის, მათ შეუძლიათ უყურონ სასურველ გადაცემას ნებისმიერ დროს, იმ შემთხვევაშიც კი როცა ეს გადაცემა უკვე გასულია პირდაპირ ეთერში. სწორედ ეს არის განსხვავება ჩვეულებრივ ტელევიზიასა და ინტერნეტ-ტელევიზია შორის.
პირველი ინტერნეტ-ტელევიზია ”კოლხა” www.kolkha.org კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით შეიქმნა და ეთერში 2007 წლის ბოლოს გავიდა. ცენტრი მივიწყებული ქართული კულტურის, ისტორიის, ენისა და ტრადიციების მიმართულებით მუშაობდა. კოლხა ტელეკომპანია "ივერიის" ბაზაზე დაარსდა და იქედან გამომდინარე, რომ ამჟამად ივერიას მაუწყებლობა შეწყვეტილი აქვს კოლხმაც შეაჩერა მაუწყებლობა.
www. itv.ge ეს ინტერნეტ-ტელევიზია მომხმარებელს აწვდის უახლოეს ამბებს და სხვადასხვა სფეროში მიმდინარე სიახლეებს.
www.jtv.ge ეს არის ახალი ქართული ონლაინ ტელევიზია. გასართობი და შემეცნებითი საიტი ბავშვებისთვის. საიტს აქვს ფლეშ-თამაშები, ონლაინ-გადაცემა, ონლაინ-შეჯიბრი, ასევე მულტფილმები და ფილმები.
www.nettv.ge ეს ნტერნეტ საიტი განეკუთვნება ინტერნეტ ტელევიზიას და მიზნად ისახავს მოგაწოდოთ ყველა სახის ინფორმაცია თუ ტელე გადაცემები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყნიდან. მომავალში დსახულია NETTV მედია ჯგუფის შექმნა, რომელიც დამოუკიდებელ რეპორტაჟებს და ინტერვიუებს გამოაქვეყნებს საიტზე.
ინტერნეტ-ტელევიზიების მსგავსად სხვადასხვა დამატებით მომსახურებებს გვთავაზობს ინტერნეტ-რადიო. მაგალითად, www.visualradio.com-მა 2007 წელს ხელშეკრულება გააფორმა NOKIA-სთან, ეს არის ჩვეულებრივი რადიო მხოლოდ დამატებითი სერვისები აქვს, მეტად ინტერაქტიული გახდა, გააჩნია კონტექსტი, თამაშები, რისთვისაც იყენებს ინტერნეტს. ნოკიას ტელეფონში გადმოტვირთული ამ რადიოს გააჩნია საუკეთესო ფონები,აქ შესაძლებელია ჩაწერო ჯგუფი, შექმნა სადგური და უსმინო რასაც გინდა.
www.lastfm.ru ეს არის რუსული ინტერნეტ-რადიო. ეს ინტერნეტ-რადიო მოწოდებულია შეაგროვოს მსმენელთა გემოვნების სტატისტიკა ამ უკანასკნელებისგან დამოუკიდებლად. გარკვეული საშუალებების დახმარებით Last.fm გებულობს მომხმარებლის მიერ რეალურად მოსმენილი მუსიკის შესახებ და ამ ინფორმაციიდან გამომდინარე ადგენს მათი გემოვნების ამსახველ სტატისტიკურ ცხრილებს.
ინტერნეტ-ტელევიზიებისა და ინტერნეტ–რადიოების ბუმის დაწყებას საქართველოში უახლოეს მომავალში ვარაუდობენ, რადგან ინტერნეტ-ტელევიიზის ხარჯები გაცილებით უფრო ნაკლებია ვიდრე სატელევიზიო მაუწყებლობა, ამიტომ მალე ამ სფეროების უფრო უკეთ განვითარებას და გაუმჯობესებას ახლო მომავალში უნდა ველოდოთ
.

ტელეკომპანია ”იმედი"




საქართველოში ბევრი წამყვანი ტელევიზია მაუწყებლობს.ყოველ მათგანს განსხვავებული საეთერო გარემო აქვს-გვაწვდიან ახალ ამბებს დროის უმოკლეს მონაკვეთში,გვთავაზობენ შემეცნებით და გასართობ პროგრამებს, პოლიტიკურ თოქ-შოუებს, მხატვრულ ფილმებს და ტელესერიალებს.
თითოეულ ტელეკომპანიას აკვს საკუთარი ინტერნეტ საიტი, საიდანაც მომხმარებელს შეეუძლია მიიღოს, როგორც ის ინფორმაცია რაც ტელრვიზიით შუქდება, ასევე განსხვავებული სახის ნიუსი. ტელეკომპანიათა ინტერნეტ გამოცემებს ბევრი უპირატესობა აქვთ.გამოირჩევიან არქივით, საიდანაც საზოგადოებას შეუძლია მიიღოს განვლილი დროის ინფორმაცია, უყუროს წინა დღის და თუნდაც წინა კვირის პროგრამებს ან სერიალებს.
ტელეკომპანია ’’იმედი’’ საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ტელე-არხია. ’’იმედს’’ჰყავს როგორც დიდი რაოდენობით მაყურებელი, ასევე ინტერნეტ-მომხმარებელი.
’’იმედის’’ ვებგვერდი www.imedi.ge საკმაოდ მრავალფეროვანია. ვებგვერდი გვთავაზობს ტექნიკურ მონაცემებს, ფორუმებსა და ვაკანსიებს არხისგან განსხვავებით. საყურაღებოა საიტის დიზაინი, რომელიც კარგად არის გაფორმებული. ”იმედის” საიტზე ყოველთვის არის სიახლეები.

Wednesday, November 25, 2009

მუსულმანური ქორწილი


არაბულ სამყაროში საქორწინო ტრადიციებზე თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რომ წინასწარ მოლაპარაკებით ქორწინება ძალიან გავრცელებული იყო. ქორწინება მშობლების სურვილით და ტრადიციების გათვალისწინებით ხდებოდა. ქორწინების მიზანი ახალი ოჯახის შექმნა კი არა, არამედ ოჯახური კავშირების ერთიანობა და შენარჩუნება იყო.
მამაკაცი აუცილებლად მუსულმანი უნდა იყოს. ქორწინება ხდება ქალის და მამაკაცის თანხმობით, მხოლოდ ქალს წარმოადგენს მამა. მამაკაცი იხდის გამოსასყიდს საცოლისთვის, ქალის ოჯახიც გაიღებს გარკვეულ თანხას ახალი ოჯახის დასახმარებლად.
წვეულება გრძელდება რამდენიმე დღე. საპატარძლოს წინასწარ ამზადებენ (უკეთებენ ეპილაციას, ასხამენ სუნამოებს და უსმევენ კრემებს), სამკაულებით მორთავენ, ზოგჯერ კი ხნით სხეულს უხატავენ. ეს ნახატები ერთგვარი ამულეტებია და წარმოდგენს ნაყოფიერების სიმბოლოს. წვეულების დროს საპატარძლო ტანსაცმელს იცვლის შვიდჯერ. თითოეული ტანსაცმელი უნდა იყოს მდიდრული. სასიძოც ემზადება ქორწილისთვის, მხოლოდ უფრო მოკრძალებულად.
წვეულების პირველ ნახევარში ქალები და მამაკაცები სხვადასხვა შენობაში არიან. კერძების ჩამორიგებისას სტუმრებთან უკრავენ მუსიკოსები. მოგვიანებით სასიძო მიემართება საპატარძლოს მოსაყვანად, იმამი მოწმეების თანდასწრებით აქორწინებს წყვილს. ქორწილის დროს პატარძალზე ზრუნავს მისი ორი ახალგათხოვილი ნათესავი. მსულმანურ სამყაროში ცოლების სიმრავლე კეთილდღეობის და სიმდიდრის ნიშანია.
ქორწილი, მდიდარია თუ ღარიბი, ყველა მუსულმანმა აუცილებლად უნდა გადაიხადოს. ქორწილი ხალხმრავალი და ლამაზი უნდა იყოს. დაპატიჟებულებს კარგად უნდა გაუმასპინძლდნენ გემრიელი საჭმელებითა და აღმოსავლური ტკბილეულით. ეპატიჟებიან ყველა ნათესავს, ახლობელს და ნაცნობს. ქორწილში დაპატიჟება, აქ უდიდესი პატივია, უარის თქმა კი ოჯახისათვის დიდი შეურაცხყოფა. ისლამით, ადამიანისათვის, ქორწინება უდიდესი სიკეთეა, რომელიც ალაჰის სახელის სადიდებლად სრულდება. ქორწილი ქალისა და მამაკაცის ბუნებრივ შეერთებას ნიშნავს, რათა ალაჰმა, მათ გულებში შექმნა სიყვარული, როგორც გაგების, გულახდილობის და თანაგრძნობის წყარო, გულწრფელი ურთიერთობის საწინდარი. ამ სიყვარულმა უნდა ამრავლოს ადამიანთა მოდგმა, ჯიში და ჯილაგი... ისლამური რელიგიით, ქორწინება კიდევ ნიშნავს ალაჰის, საზოგადოებისა და ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის აღებას და რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ქორწილში და რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს შენს პასუხისმგებლობას, მით უფრო მეტი ღვთიური ბარაქა და დოვლათი გადმოვა ოჯახზე